რატიანი: ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა-ეს არის ქართული მედიცინის გამარჯვება!

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე პაციენტმა, კლინიკა დატოვა.

” ამ ეტპაზე კლინიკაში 83 პაციენტი წევს, 19 ინფიცირებულია აქედან. დანარჩენი იმყოფება სატესტო რეჟიმში.

მოგეხსენებათ, გუშინ გავაკეთე განცხადება რომ ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც იწვა ჩვენთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო ქალბატონი, თავისი ანამნეზიდან გამომდინარე, სომატურად დამძიმებული ანამნეზით.

მე მინდა, ყველას განვუმარტო რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდ-19-ით ინფიცირებას ლეატლურ მაღალ გამოსავალთან, თუ, ანამნეზში გვაქვს არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ქალბატონი, შემოსვლისთანავე დადასტურდა მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი.

მინდა ყველას ვუთხრა რომ ეს ქალბატონი დღეს ეწერება ბინაზე, ანუ კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვებად მინდა ჩავთვალო. ასეთი პაციენტი გამოჯანმრთელებული, ვირუსის გარეშე მეთოთხმეტე დღეს მიდის ჩვენი კლნიკიდან, ეს ყველა ჩვენი მედპერსონალის დამსახურებაა”-ამბობს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად