რატიანი: პირველი გარდაცვალება რომ დაფიქსირდა შევკრიბე ექიმები და ბოლო ხმაზე ვყვიროდი (ვიდეო)

პირველი ლეტალობა როცა დაფიქსირდა, ეს იყო ჩვენთვის მსხვრევა”- ამის შესახებ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა.

” არსებობს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაავადებები, რაც არ უნდა გააკეთო, გარდაუვალია ეს პროცესი. მაგრამ ეს პირველი ლეტალობა, როცა დაფიქსირდა, ეს იყო ჩვენთვის მსხვრევა. ჩემიდან დაწყებული, რიგითი სანიტრით დამთავრებული წამიერად, წუთიერად ჩამოიშალა ყველაფერი.

რომ დავფიქრდი, ეს ერთი სიკვდილი ნიშნავდა იქ არსებული 90 პაციენტისთვის შიშის განწყობას. პირველი იყო, პირველი ყოველთვის მიუღებელია ყველასთვის. შევკრიბე ყველა ექიმი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი, ამით არ მთავრდება ამით უნდა დავიწყოთ, რაც შეიძლება მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ! ბრძოლა! ბრძოლა! ბრძოლა!”-ამბობს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად