რატიანი: მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და სტრასბურგი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს

ევროსასამართლო საქმეზე ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ განცხადებას 14 ივნისს გამოქვეყნებს, როგორც "აიპრესთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი აცხადებს, ევროსასამართლოს შეფასება იქნება ადექვატური და სამართლიანი, რომ ვანო მერაბიშვილი ნამდვილადაა პოლიტიკური პატიმარი და იმედოვნებს, რომ ამ შეფასება საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს. 

„ვიმედოვნებ, რომ ევროსასამართლოს აქვს მიღებული ადექვატური და სამართლიანი გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი.
თუ კი ევროსასამართლო ასეთ შეფასებას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს ამით“,-განაცხად სერგო რატიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად