რატიანი: კლინიკაში მივიღეთ COVID-19-ით ინფიცირებული 14 წლის ბავშვი

პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში”- ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატინმა, ჟურნალისტბთან განაცხადა.

” მივიღეთ 2 ახალი პაციენტი. ერთი არის 14 წლის ბავშვი, რომელიც სხვა კლინიკიდან გამოიყვანეს. ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, ამ ეტაპამდე მოზრდილთან გამოვლენილია კოვიდ-19-ით ინფიცირება, ზედა სასუნთქი გზებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება, ჩატარდა ყველა გამოკვლევა და პაციენტი მოთავსდა თერაპიულ განყოფილებაში”-ამბობს რატიანი.

ცნობისთვის, ამ STOPCOV.GE-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ან ეტაპისთვის:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 208
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 48
მათ შორის გარდაცვლილი- 3
კარანტინის რეჟიმში – 4682
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად