რატიანი: კლინიკაში ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი გვყავს, 28 კოვიდინფიცირებული

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია

მისი თქმით, კლინიკაში იმყოფება 28 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა:

“ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს – 28 კოვიდინფიცირებული. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკითაა. დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება.”-აცხადებს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად