რატიანი: ისევ მოვა გაზაფხული, COVID-19-ის გარეშე, ამ უთოფო ბრძოლას კაცობრიობა მალე მოიგებს

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანიმა “მაესტროსთან” საუბრისას განაცხადა, სადაც ახალი კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

ლევან რატიანი, ახალ კორონავირუსთან ბრძოლას, უფოთო ბრძოლას უწოდებს, რაც მისი აზრით, აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

” წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს ქვეყანას, ჩემს გუნდს და ასე შემდეგ. მინდა, ექიმებს რჩევის სახით მივცე, თუ არსებობს გუნდურობა, რაც არ უნდა უთოფო იარაღი იყოს ჩვენი ცხოვრების მებრძოლი მტერი, იმ მტერს აუცილებლად მოვერევით, თუ იქნება ერთსულოვნება პირველ რიგში ექიმებს შორის. ერიიც ბერიც, ექიმიც, ექთანი, ისევ მოვა გაზაფხული, COVID-19-ის გარეშე, აუცილებლად დადგება, ამ ბრძოლას, ამ უთოფო ბრძოლას კაცობრიობა ძალიან მალე მოიგებს.”-ამბობს ლევან რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად