რატიანი: გახარია რაც მოვიდა მინისტრად, ასეთი უსუსური არასდროს მინახავს

“მე ასეთი უსუსური არასდროს არ მინახავს, ასეთი უსუსური, კედელთან მიყენებული დამნაშავე“ – ეს განცხადება, “ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა, გადაცემა “არჩევანში” გააკეთა, სადაც გიორგი გახარიას მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„გახარია, რაც მოვიდა მინისტრად, მე ასეთი უსუსური არასდროს არ მინახავს, ასეთი უსუსური, კედელთან მიყენებული დამნაშავე. რაც ვიხილეთ, ეს არის მოშლა ყველაფრის. ეს ადამიანი მთელ საქართველოს საპირისპიროს უმტკიცებდა.

არანაირი გაფრთხილება არ იყო, ის კი უტიფრად საუბრობდა გაფრთხილებაზე, თან 4-ჯერ თუ 8-ჯერ. ეს არის უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ბოდვა.”,-განაცხადა სერგო რატიანმა გადაცემა “არჩევანში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად