რატიანი: ეს ეტაპი წარმატებით გავიარეთ, ქალი, რომელსაც 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს ყველა გართულებით, გამოჯანმრთელდა

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“თქვენ იცით, რომ ჩვენი კლინიკა, როდესაც ჩაერთო კოვიდთან ბრძოლაში, ის იყო ერთადერთი კლინიკა გამართული რეანიმაციული სამსახურით და ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ვეყნის მასშტაბით იყო, ყველა ჩვენთან ხვდებოდნენ. საბედნიეროდ ეს არ იყო დიდი რიცხვი, მცირე რიცხვი იყო. სულ ოცმა პაციენტმა გაიარა რეანიმაციული განყოფილება და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით გავიარეთ ეს ეტაპი. დღეს მაგალითად ისეთი ბედნიერები ვიყავით – ქალბატონი, რომელსაც აქვს 30 წელია შაქრიანი დიაბეტი ყველა გართულებით, არ აქვს ორივე კიდური, არ აქვს ყურის ნიჟარა, ასეთი ქალბატონი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად