რატიანი: ექიმს და პაციენტს შორის ინფიცირების შემთხვევა ჩვენთან არ ფიქსირდება

ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გუშინ დამთავრდა 14 დღე, 14 დღის შემდეგ, მედპერსონალმა დატოვა კლინიკა. ჩაუტარდა ყველას კოვიდ-19 ზე გამოკვლევა და ყველა პასუხი მივიღეთ უარყოფითი.

კიდევ ერთხელ მიუთითებს ეს რომ თუ დავიცავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ყველა პროტოკოლს, მინიმუმამდე დავიყვანთ ყველა იმ მნიშვნელოვან ნიშანს რომ არ გადაგვედოს ექიმებს ინფექცია, კიდევ ერთი მაგალითი რომ საბედნიეროდ, არცერთ ინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპამდე ექიმს და პაციენტს შორის ჩატარებული კვლევით ჩვენს კლინიკაში არ ფიქსირდება’-ამბობს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად