რატიანი: COVID-19 უნდა მოიხადოს კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური, 20 პროცენტმა საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით

ეს მოსახდელი დაავადება, აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი დღეს არსებულმა კაცობრიობამ, 80% აკლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანის განაცხადა.

„ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან იმით, რომ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ჩემთვის არის ამ ეტაპამდე უცნობი, ასევე წამყვანი მეცნიერებისთვის სამყაროში არის უცნობი ამ ვირუსის სტრატეგია.

მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რაღაც, რომ ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს ეს ვირუსი დღეს არსებულმა კაცობრიობამ, 80% აკლინიკური ფორმით, 20% მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით. იცით, რომ ბეცეჟე ვაქცინაციის შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული, ალბათ ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით და ჩემი ძალიან დიდი იმედია, რომ ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან ბეცეჟე ვაქცინაცია რაც ენსიდისის დიდი დამსახურებაა ქვეყანაში მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად