რატიანი: ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია.

მისი თქმით, კლინიკაში იმყოფება 28 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა:

” ვაკვირდებით, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხებს და იმედია, რამდენიმე დღეში ყველა დატოვებს კლინიკას. ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა. 28-დან მხოლოდ ერთი ითვლება მძიმედ, დანარჩენი 27-თან პრაქტიკულად არანაირი კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. გავწერეთ 4 და დღეს ველოდებით 11 პირველად პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად