რატიანი: არ არსებობს მმართველი გუნდი,არსებობს მხოლოდ ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები

„არ არსებობს საქართველოში მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები,“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა.

“ამ ისტორიის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს, მართოს სასამართლო ერთპიროვნულად, ისევე, როგორც სურს, მართოს სხვა ინსტიტუციები, მათ შორის უმრავლესობა. არ არსებობს საქართველოში არანაირი მმართველი საპარლამენტო უმრავლესობა, მმართველი გუნდი, არსებობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალიები. ამ კონფლიქტის სათავე არის სწორედ ეს,“- განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...