რატიანი: 2-3 საათი გვძინავს, სახლში რომ მივდივარ კიბეზე ასვლა მიჭირს, ვბრუნდებით კლინიკაში და აფთრები ვხდებით

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ღმერთის წყალობით არცერთი მედპერსონალის დაინფიცირების შემთხვევა არ გვქონია ამ დრომდე, იმედია ასე გაგრზელდება. როდის გვძინავს? ფაქტობრივად გამოდის, რომ ძილი ცხოვრების სტილიდან ამოგდებული გვაქვს. 2-3 საათი შეიძლება დავიძინოთ. სახლში რომ მივდივარ კიბეზე ძალიან მიჭირს ასვლა და ერთი სული მაქვს ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღო და მერე ახალი ინფორმაცია წავიკითხო და ის ინფორმაცია მერე კლინიკამდე მივიტანო სხვებთან ერთად. იცით, რომ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ, გვყავს პროფესურა და ამ რეჟიმში ვართ ყველანი. მერე როდესაც შევდივართ კლინიკაში საერთოდ აფთრები ვხდებით”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად