რატიანი: 13 წლის ბიჭუნას მდგომარეობა ძალიან კარგია, იმედია კლინიკიდან ჯანმრთელი და ბედნიერი გაეწერება!

არანაირი გართულება არ აქვს”-ამის შესახებ, თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლევან რატიანი იმედს გამოთქვამს, რომ 13 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი კლინიკას გამოჯანმრთელებული მალე დატოვებს.

” რაც შეეხება 13 წლის ბიჭუნას. ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა ძალიან კარგია და არანაირი გართულება არ აქვს. იმედი გვაქვს, ასე წავა და ისიც გაეწერება ჩვენი კლინიკიდან ჯანმრთელი და ბედნიერი. ახალი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 195
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 39
მათ შორის გარდაცვლილი- 2
კარანტინის რეჟიმში – 4708
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად