რატიანი: 13 წლის ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია

ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატინმა, ჟურნალისტბთან განაცხადა.

“პაციენტი 42 წლის, რომელიც იყო ჩვენ კლინიკაში ყველაზე ახალგაზრდა მძიმე პაციენტი, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ინარჩუნებს გარეგანი სუნთქვის პარამეტრებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთან, ლევან რატიანი ამბობს, რომ დამაკმაყოფილებელია 13 წლის ბიჭის მდგომარეობა.

„რაც შეეხება ბიჭუნას მდგომარეობას, არანაირი უარყოფითი კლინიკა არ გაგვაჩნია. ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი, ბოლო რამდენიმე საათია კლინიკური გამოვლინება არ ჰქონია.”-ამბობს რატიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად