რატი იონათამიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ცესკას მაისურით მას ვერ ვუქომაგებ

„თორნიკე შენგელია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია და როგორც სპორტსმენიც გამორჩეულია. მას ბასკონიაში თითქმის ისეთივე გულით ვქომაგობდი, როგორც ეროვნულ ნაკრებში თამაშისას. სამწუხაროდ, ცესკას მაისურით მას ვერ ვუქომაგებ, ბასკონიას წარმატება კი, მუდამ გამიხარდება”.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას.

შეგახსენებთ: თორნიკე შენგელიამ ესპანური “ბასკონია” 6 წლის შემდეგ დატოვა და რუსულ “ცსკა”-ში გადავიდა. ეს ფაქტი თავად ესპანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა და ქართველ კალათბურთელს “ბასკონიაში” გატარებული დროისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა twitter გვერდმაც დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი რუსული არმიის კლუბში მომავალი 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად