რატი იონათამიშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ხელმოცარული ოპოზიციისგან ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ

“ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა პროკურატურის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალი წარუდგინა.

„ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას ეს საზარელი დანაშაული და კანონის წინაშე მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი. ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი. თუმცა, ამის უკან ჩვენი სამართალდამცავებისა და ექსპერტების მუხლჩაუხრელი მუშაობა და პროფესიონალიზმი დგას. არ გამიკვირდება, თუ ეს რადიკალები ბრალდებულების ადვოკატებთან მოკავშირეობით, კვლავ ეცდებიან ამ პროცესების დაზიანებას. თუმცა, არც ეს და არც სამართალდამცველთა დისკრედიტაცია არავის გამოუვა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის (ვახტანგ ჩიქოვანი; არჩილ გაგნიძე; ნიკოლოზ რევაზიშვილი; არასრულწლოვნები ზ.ხ. და ა.ქ.) მიმართ დაიწყო.5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად