რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: უკვე იმდენჯერ თქვა და არ შეასრულა საუბრები ჩამოსვლაზე, რომ უკვე ძალიან უხერხული და არასერიოზულია

„ამ ადამიანმა, ფაქტობრივად, 10 დღის წინ უმძიმესი დანაშაულები აღიარა საკუთარი პირით და ამის შემდეგ, ეს ოპოზიცია მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ასახელებს. საერთოდ, რაზე შეიძლება იყოს საუბარი?.. ცხადია, ის უნდა დაბრუნდეს, ჩამობრძანდეს და შევიდეს იქ, სადაც ყველაზე მეტად ელოდებიან. ესაა სასჯელაღსრულების სამსახური“

ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.

„ამ ადამიანმა უკვე იმდენჯერ თქვა და იმდენჯერ არ შეასრულა საუბრები ჩამოსვლაზე, რომ უკვე ძალიან უხერხული და არასერიოზულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება. გუშინ, კი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დღეს დაბრუნების გეგმას წარადგენს.

გრიგოლ ვაშაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად