რატი იონათამიშვილი რურუას პატიმრობაზე: განაჩენით წერტილი დაესვა კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  რატი იონათამიშვილის შეფასებით,  „მთავარი არხის“ ერთერთი დამფუძნებლის,  გიორგი რურუასთვის პატიმრობის შეფარდებით  სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა,  განაჩენით წერტილი დაესვა ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას, რომელიც რურუას უდანაშაულოდ წარმოჩენას ემსახურებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ჰყავს. სასამართლომ გამოიტანა ობიექტური განაჩენი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე და ვფიქრობ, ამ განაჩენით წერტილი დაესვა იმ კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის აბსურდულ კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” ერთერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად