რატი იონათამიშვილი: ოპოზიციის აქციის შინაარსი და მოთხოვნები უსაფუძვლო და აბსურდულია

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა შეიტანოს.

„ქვეყანაში აზრის გამოხატვა თავისუფალია და ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება აქციის შინაარსსა და მოთხოვნებს, ეს ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდულია, რადგან არ აქვს მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. დიდი ხანია, ოპოზიციის მიზანია, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი დაძაბულობა და რადიკალიზაცია შეიტანოს. ვინც ეცდება, თამაშის წესები ამ პრინციპებზე ააგოს, განწირული იქნება, რადგან ეს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში პერსპექტივას ვერასდროს მოიპოვებს. ეს არ არის მოსახლეობის პროტესტი, ეს მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პროტესტია. მმართველი გუნდი ყოველთვის მოწოდებულია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი დიალოგის გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია არ მოდის და ყოველთვის ცდილობს, პროცესების რადიკალიზება მოახდინოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...