რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე: დასავლელ მოკავშირეებს თავს პირდაპირ ესხმიან და იგივე რიტორიკა აქვთ, რაც რუსეთს

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიცია საქართველოს დასავლელ მოკავშირეებსა და მეგობრებს თავს პირდაპირ ესხმიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავდასხმებით ორიენტირი არიან რუსული ნარატივის განვითარებაზე და იგივე რიტორიკა აქვთ, რაც რუსეთს, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. 

მისივე განცხადებით, ოპოზიციის რიტორიკას არაფერი აქვს დასავლურ ღირებულებებთან.

„რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცდება, როცა მათი პოზიცია არ მოსწონთ. ასევე ევროპის სასამართლო ცდება, ასევე გერმანიის ელჩი და გერმანიის სახელმწიფო. ისინი საქართველოს დასავლელ მოკავშირეებსა და მეგობრებს თავს პირდაპირ ესხმიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თავდასხმებით ორიენტირი რუსული ნარატივის განვითარებაზე არიან და იგივე რიტორიკა აქვთ, რაც რუსეთს, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. ამ რიტორიკას არაფერი აქვს საერთო დასავლურ ღირებულებებთან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს გმობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად