რატი იონათამიშვილი ნინო ბურჯანაძეზე: ძალიან უხერხულია, როდესაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვერ ერკვევა

,,საარჩევნო კოდექსში” და მსგავს დილეტანტურ განცხადებას აკეთებს” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ ნინო ბურჯანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ” პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსში ვერ ერკვევა”.

“სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლება-მოვალეობებს განმარტავს საქართველოს კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, ხოლო მათი წინასაარჩევნო აგიტაციაში და კამპანიაში მონაწილეობა “საარჩევნო კოდექსის” 76 პრიმა მუხლით რეგულირდება. სხვათაშორის, ეს ჩანაწერი მაშინაც მოქმედი იყო, როდესაც ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა და შესაბამისად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. ან იმდენად ცუდად აქვთ საქმე, რომ არ იციან რა დაგვაბრალონ და ტყუილის თქმას კადრულობენ, ან არც მაშინ იცოდნენ, რა ეწერა კანონში და არც ახალი რედაქცია არ აქვთ წაკითხული. ამ ყველაფრის პარალელურად კი მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ”-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად