რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე 2016 წლის არჩევნებში  რომან გოცირიძე იყო, 2020 წელს კი, გუბაზ სანიკიძე და გიული ალასანია იქნებიან

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა ახალმა სახეებმა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დააბნია.

როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი სახე რომან გოცირიძე იყო, ხოლო 2020 წელს გუბაზ სანიკიძე და მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნებიან.

რატი იონათამიშვილის შეფასებით, წინა ხელიუფლებასთან შედარება სარაჩევნო გარემოზეც არის შესამჩნევი.

„მაგალითად, რადიკალური ოპოზიციის მუდმივი დღის წესრიგი წინასაარჩევნოდ არის „მინდა, ვიყო მაჟორიტარი“, „მინდა, ვიყო პრემიერი“, „როგორი დეზინფორმაცია გავავრცელო „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით“, „როგორ გამოვიყენოთ ადამიანის პირადი ტრაგედიები საკუთარი ინტერესისთვის“. ამას ვერ გასცდა დღემდე რადიკალური ოპოზიცია მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს პროაქტიული და საქმიანი საარჩევო კამპანია. ჩვენი მაჟორიტარები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. გვქონდა განახლებული გუნდის პრეზენტაცია და საზოგადოებამ ნახა წარმატებული ადამიანები, რომელთა უკანაც წარმატებული ისტორიები დგას, რამაც ძალიან დააბნია „ნაციონალური მოძრაობა“ და მე ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენ გვახსოვს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა მხოლოდ ერთი ახალი სახე და ეს იყო რომან გოცირიძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი, მიხეილ სააკაშვილის დედაა. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება. ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ პარტიაში არავის სურს შესვლა, მასში გაწევრიანება და მასთან ასოცირება და მეორე ანომალია არის ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრს უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს და შედეგი იქნება კრახი. „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტები დღითიდღე უფასურდება და როდესაც ამ პროცესში დედის შეყვანა გინდა, ამაზე მძიმე და მიუღებელი რა შეიძლება იყოს?! როგორც არ უნდა დამალოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოციოლოგიური კვლევები, რომლითაც მათი რეიტინგები სულ უფრო ეცემა, ვფიქრობ, ერთი პროცენტის გადალახვაც საოცნებოდ გაუხდებათ, ჩვენი ქვეყანა კი გააგრძელებს სწორ და სრაფ განვითარებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად