რატი იონათამიშვილი ლევან კობერიძეზე: როდესაც პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან იმას ნიშნავს, რომ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში

„საზოგადოება, რასაკვირველია, გამოიტანს შესაბამის დასკვნას იმიტომ, რომ როდესაც ადამიანები ასეთი პიროვნული თავდასხმებით გამოირჩევიან ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არც არგუმენტი აქვთ და არც მომავალი პოლიტიკაში“.

ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრ ლევან კობერიძესა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას შორის მომხდა დაპირისპირებას.

კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

რატი იონათამიშვილის განცხადებით, საზოგადოება თვალს ადევნებდა როგორ კონსტრუქციულად წარმართა კომიტეტმა და განსაკუთრებით მისმა თავმჯდომარემ ეს პროცესი, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი მთელი ამ პროცესის განმავლობაში თავდასხმას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარეზე და თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ.

„სასტარტო პოზიციაზე იყო საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა და ამ სამუშაო პროცესში მოხდა პოზიციების მაქსიმალური დაახლოება, რაც ყველა მხარემ აღიარა და დაადასტურა. განსაკუთრებული როლი ამ პროცესში, ასევე, რასაკვირველია ჰქონდა მარეგულირებელს, მაგრამ საზოგადოებამ ასევე კარგად ნახა თუ როგორ დესტრუქციულად იქცეოდა მთელი ამ პროცესის განმავლობაში ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც თავისი რადიკალურობით უკვე კრიმინალურ და რადიკალურ ოპოზიციას უსწრებს წინ და კონსტრუქციული დიალოგის ნაცვლად მთელი ეს პროცესი ახორციელებდა თავდასხმას კომიტეტის თავმჯდომარეზე. ეტყობა მათ ძალიან არ გაუხარდათ და არ სურდათ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ, რასაკვირველია, ლევან კობერიძეს, რომ ეს პროცესი ასე კონსტრუქციულად წარმართულიყო და რაც უფრო უახლოვდებოდა პროცესი კონსენსუს, მით უფრო გამოირჩეოდნენ პირადი თავდასხმებით კონკრეტულად კომიტეტის თავმჯდომარეზე“, – რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად