რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს

„ბიძინა ივანიშვილმა უპრეცენდენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს და როგორც მისთვის დამახასიათებელია, ყოველგვარი ხმაურისა და აფიშირების გარეშე. პრემიერ- მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ძალიან სწორი სიტყვები თქვა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა, რომელიც ყოველ რთულ დროს მზად არის დაეხმაროს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს“.

ამის შესახებ  საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა PosTv- ის ეთერში განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში განხორციელებულ 100-მილიონიან შემოწირულობასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ:  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა StopCoV-ის ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა. მან სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად