რატი იონათამიშვილი: აუცილებლად დავდგები ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით

ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი რატი იონათამიშვილი თავის Facebook-ზე წერს.

“ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახზე პატივის ცემის გარეშე საუბარი, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და მიუღებელი. როცა, ყოველი დღე, თენდება იმ იმედით, რომ ეს უსამართლობა დასრულდება, მაგრამ მოლოდინი არ წყდება, არავინ ვიცით, რა ხდება მათ გულებში. ამიტომ, ჩვენი ვალია, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული მზრუნველობა, გავუფრთხილდეთ მათ და მჯერა ჩვენი აქტიური მუშაობით, ერთად დგომითა და საერთაშორისო მეგობარი სახელმწიფოების მხარდაჭერით, შევძლებთ ვაჟა ექიმის ოჯახში დაბრუნებას.

მე, როგორც ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, აუცილებლად დავდგები ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის გვერდით და მათთან ერთად მოვითხოვ ღირსეული ადამიანის ოჯახში დაბრუნებას.” – წერს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად