რატი იონათამიშვილი: ახალი არჩევნების დანიშვნა ოპოზიციის ნარატივზე აყოლაა, რასაც არ ვაპირებთ

“ახალი არჩევნების დანიშვნა ოპოზიციის ნარატივზე აყოლა იქნება, რასაც არ ვაპირებთ”, – ასე პასუხობს “გადაცემა” პირველების თანაწამყვანის ვახო სანაიას კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამაშვილი. ჟურნალისტმა დეპუტატს მიმართა კითხვით – როგორ იქცევიან დასავლურ დემოკრატიაში პოლიტიკური მმართველი ძალები, როდესაც საჯაროდ მთელი ქვეყნის წინაშე დადებულ პირობას ვერ ასრულებენ? მიდიან თუ არა თანამდებობებიდან და ნიშნავენ თუ არა ახალ არჩევნებს? 

“გააჩნია საკითხის მნიშვნელობას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და რა დგას იმის უკან ან იმის შემდეგ. თუ თქვენ მეუბნებით, რომ თუ ხელისფლებამ არ დაუჭირა მხარი დემოკრატიული ერთი სისტემიდან მეორე სისტემაზე გადასვლას, ამ დროს… ეს იქნება გაქცევა და ეს იქნება დამალვა. ამიტომ ნუ გექნებათ ნურავის ნურც ამის მოლოდინი და ნურც ამის ილუზია”, – განაცხადა რატიო იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად