რატი ბრეგაძე: ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში

ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევბი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე, – ამის შესახებ იურსიტიიც მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებთ ყველას, მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისკენ, სიძულვილის ენის აქამდე გაუგონარი მასშტაბის გამოყენებისა და კანონმორჩილ თანამშრომელბსა და მათი ოჯახის წვერებზე დაუყოვნებლივ თავდასხმის შეწყვეტისაკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია  და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვენ.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის საავადმყოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

კომენტარები
იტვირთება...