რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილს ვთავაზობთ გადაყვანილ იყოს სამხედრო ჰოსპიტალში

მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ვთავაზოთ №18 ციხის საავადმყოფოდან გადაყვანილი იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია  და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვენ.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის საავადმყოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

კომენტარები
იტვირთება...