რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება; უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია. რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

„ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად, საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია, ასე უპირობოდ გაჟღერებული მოთხოვნები ვერ ქმნის სამართლებრივ საფუძველს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ და დავიცავთ საქართველოს კანონმდებლობას ბოლომდე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები
იტვირთება...