რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამხედრო ჰოსპიტალში მაქსიმალურად იქნება დაცული

რატომ შეირჩა გორის სამხედრო ჰოსპოტალი? იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობა, ისე უსაფრთხოება იქნება მაქსიმალურად დაცული – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბეგაძემ განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა მსჯავრდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს №18 ციხის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა და მკურნალობის გაგრეძლება შესთავაზა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ექსპრეზიდენტი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და რუსთავის №12 ციხეში შეასახლეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკვე 48 დღეა შიმშილობს.

მის დაკავებას ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიცია  და მიხელ სააკაშვილის მხარდამჭერები მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში ითხოვს.

8 ნოემბერს მსჯავრდებული სააკაშვილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა №18 გლდანის ციხის საავადმყოფოშ გადაიყვანა. რასაც ოპოზიციის აღშფოთება მოჰყვა. ისინი ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და ციხის საავადმყოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინპექტორის სამსახურმა  გაავრცელა ინფორმაცია, რომელის მიხედვით “სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.”

კომენტარები
იტვირთება...