რატი ბრეგაძე: მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მე-17 დაწესებულებაში პატიმართა ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა. როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ხანძარზე რეაგირება სწრაფად და დროულად მოხდა და ყველა საჭირო ღონისძიება პროფესიონალების მიერ დაუყოვნებლივ იქნა გატარებული.

„სამაშველო ჯგუფი ძალიან მალე მოვიდა, საუბარი არ ყოფილა ევაკუაციაზე, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა და თუკი იქნებოდა საჭიროება და ევაკუაცია იქნებოდა აუცილებელი, ბუნებრივია, ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული“ – განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, პატიმრების მხრიდან სრული თანამშრომლობა შედგა ციხის ადმინისტრაციასა და მეხანძრე მაშველებთან.

„მინდ გითხრათ, რომ იყო სრული თანამშრომლობა პატიმრების მხრიდან როგორც ციხის ადმინისტრაციასთან, ისე მაშველებთან“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...