რატი ბრეგაძე: დაველოდებით ექიმების დასკვნას, რომელიც მოგვცემს საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს დარბაზში

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, მაშინ როდესაც უნდა გამართულიყო სასამართლო პროცესი, გაავრცელა განცხადება, თუ რატომ ვერ მოხერხდებოდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლო დარბაზში. აქ იყო ორი მთავარი ფაქტორი: ერთი, ეს იყო უსაფრთხოების, რაც განისაზღვრა სახელმწიფო უსაფრთხოების წერილის საფუძველზე და ასევე ბუნებრივია, იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა და მეორე ფაქტორი, ბუნებრივია იყო ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სწრაფად, მკვეთრად გაუარესების რისკი. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობამ გამოიწვია ის შედეგი, რომ ის ვერ გადავიყვანეთ სასამართლო დარბაზში. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მას გაუკეთდა შეთავაზება, რომ სასამართლო პროცესი წარმართულიყო დისტანციურ რეჟიმში, დაცვის მხარის სურვილი არ იყო გამოხატული ამასთან დაკავშირებით და მათ უარი განაცხადეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...