რატი ამაღლობელი: კულტურის სსიპ-ების გაერთიანება ყველანაირი კონსულტაციის გარეშე მოხდა

 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ 2019 წლის 3 მაისს გამოაცხადა, რომ აპირებდა კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ების გაერთიანებას და მოდერნიზაციას. რასაც ქართველი პოეტების, მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

პოეტ რატი ამაღლობელის თქმით, ამ გაერთიანებას შორის მოექცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს მწერალთა სახლი, რომლებიც უნდა გაერთიანდნენ “ლიტერატურის ეროვნულ ფონდში”.

პოეტი ამ სახის შერწყმას აპროტესტებს და აცხადებს:  „მწერალთა სახლი როგორც უჯრედი, როგორც ორგანიზაცია ლიტერატურული პროცესების ამსახველი და როგორც წიგნის ეროვნული ცენტრი გულისხმობდა სწორედ გამომცემლების ლიტერატორების, ექსპერტების ნააზრევის განხორციელებას, მათი დაგროვილი გამოცდილების გადმოტანას და თარგმნას, და არა რომელიმე საშუალო ჩინოვნიკის ან მინისტრის მოადგილის პატარა ხედვას, ამა თუ იმ დროს პოლიტიკური არჩევნების დროს და ამა თუ იმ მიზანშეწონილობას.

ეს იყო ძალიან დიდი პროცესი, რომელიც წინ უძღოდა სწორედ ასეთი ორგანიზაციების დაფუძნებას საქართველოში. სწორედ აი ამ დიდ პროცესს ემუქრება განადგურება, ამ აპარატჩიკებისა და ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც საიდან იღებენ ამგვარ დავალებებს, ეს გაუგონარია. ეს მოხდა ყველანაირი კონსულტაციისა და საჭიროების გარეშე, პირდაპირ გამოცხადდა. ეს ორგანიზაციები მათი შექმნილი არ არის, ხედვის თვალსაზრისით ასევე კონსულტაციების თვალსაზრისით, მათ უბრალოდ ხელი მოაწერეს. მთელი პროცესი რომელიც აისახა ამ ორგანიზაციებში ეგრეთ წოდებულ სიპებში იყო სწორედ ლიტერატორების, გამომცემლებისა და ქართული მკითხველისა და წიგნთან დაკავშირებული საზოგადოების დიდი ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანიზაცია. მოდიან ადამიანები რომლებიც რამდენიმე წლით არიან რომელიღაც მოადგილეები და ემუქრებიან ამ სტრუქტურას. მთავარი პრობლემა სწორედ ამაშია, უნდა იყოს ღია დიალოგი, დისკუსია, მრგვალი მაგიდა და პირველ ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ქართული ლიტერატურული საზოგადოების, ინტერესები და ქართული წიგნის ინტერესები.

სამინისტროს არ ჰქონია ჩვენთან არანაირი კონსულტაცია, ამას ვუკავშირებ პოლიტიკურად მოტივირებულ მოკლევადიან ხედვებს ლიტერატურის მოთვინიერებასთან დაკავშირებულს, რადგან ლიტერატურა და ლიტერატორები არიან თავისუფალი ადამიანები. ეს არაერთხელ გამოიხატეს მათ ბევრ თემასთან დაკავშირებით, ეს იქნებოდა საყდრისის თუ ზვიად რატიანის თემა, თუ სხვა ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო და სოციალურად აქტუალური საკითხები. უმრავლესობა არა მარტო მწერალია და გამომცემელია, არამედ უმრავლესობა ამ ადამიანებისა არის საქართველოში ლიტერატურული პროცესების მთავარი მამოძრავებელი ადამიანებით, თავისი სტრუქტურებით, გამომცემლობებით, თავისი დაარსებული პრემიებით და ა.შ. ლიტერატურაში მენეჯმენტისა და ლიტერატურული პროცესების გამოცდილება აქ მყოფ ადამიანებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ნებისმიერ მინისტრის მოადგილეს, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. გამოსავალი არის სწორედ ასეთ ადამიანებთან დიალოგი და მათი გამოცდილების გათვალისწინება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად