რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში, რატევანის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, გრუნტის დამჭერი 31-მეტრიანი კედელი აშენდა, მოეწყო ბორდიური და 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო და მოსახლეობას, განსაკუთრებით, წვიმიან ამინდში გადაადგილება ძალიან უჭირდა. ახლა უკვე ადგილობრივი მცხოვრებლები სრულად კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ. გამგეობის მიერ გზის კაპიტალური შეკეთების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყლისა და წყალარინების ახალი ქსელები მოაწყო“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

რატევანის ქუჩის ბოლო ნაწილის რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 154 435 ლარი დახარჯა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად