რაჭის სტიქიის ზონაში დროებითი გადასასვლელების მოწყობა და საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
დაქვემდებარებაში არსებული საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მე-7 დღეა აქტიურად აგრძელებენ რაჭაში,
სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სალიკვიდაციო-აღდგენით
სამუშაოებს.

გუშინ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის დროებითი გადასასვლელი ხიდები
მოეწყო სოფელ მაჟიეთთან და სოფელ ხიდეშლებთან, სადაც ამ დროისთვის სარმის ხიდების
მოწყობა მიმდინარეობს.
პარალელურად, დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთების აღსადგენად, 2
საპროექტო ჯგუფი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში
დასაბრუნებლად და საავტომობილო მოძრაობისთვის ეწყობა დროებითი გადასასვლელები.
მძიმე ტექნიკა აგრძელებს მუშაობას სტიქიის შედეგად დაზიანებული და ჩამოშლილი გზის
მონაკვეთების აღსადგენად. მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის მოძრაობა უკვე
შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე. ქუთაისი-ალპანა-მამისონის
უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე, 128-ე და 129-ე კმ-ზე ჩამოშლილ გზაზე
დროებითი გადასასვლელების მოწყობის შემდეგ, სამუშაოები გრძელდება მომდევნო 131-ე
კმ-ზე დაზიანებული მონაკვეთზე. ამ მონაკვეთის გადალახვის შემდეგ, დროებითი
გადასასვლელების მოსაწყობად მუშაობა გაგრძელდება შოვთან დამაკავშირებელ ხიდსა და
ჩამოშლილი ორ მონაკვეთზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად