რაჭაში “ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” დაიწყო

„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ და კომპანია NATIVE GEORGIAN-ი ერთობლივად განახორციელებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში რაჭაში- სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი და სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.

პროექტის პირველი ეტაპი სტერილურ პირობებში 300-მდე დედა ღორის მოშენებას ითვალისწინებს და აღნიშნული ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1.000.000 აშშ დოლარს შეადგენს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად