რაჭაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკის ასაშენებლად ტერიტორიებს იკვლევენ

ონსა და ამბროლაურს შორის ერთ-ერთო ყველაზე დიდი ეროვნული პარკის გაშენება იგეგმება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავნეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ტერიტორიების გეოგრაფიული კვლევა მიმდინარეობს და პროექტი გენერალური გეგმის დადგენის შემდეგ განხორციელდება.

"მიმდინარეობს ტერიტორიის კვლევა, საზღვრების დადგენა. იქ გასათვალისწინებელია ყველა ის პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული.

ასევე კერძო პირების კუთვნილი მიწების ამორიცხვა უნდა განხორციელდეს და უნდა შეიქმნას ტერიტორიის კონტური, სადაც შემდგომში ეროვნული პარკი იქნება.

ეროვნული პარკი დაახლოებით 30 000-40 000 ჰექტარზე იქნება გაშენებული, ვფიქრობ წელს უკვე კვლევის შედეგი უნდა გვქონდეს."- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად