რაში დაიხარჯა ფიფა-ს ანგარიშზე გადარიცხული 10 მლნ დოლარი

BBC-იმ გაარკვია როგორ დაიხარჯა ფიფა-ს ანგარიშზე გადარიცხული 10 მლნ დოლარი, რომელსაც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი აკონტროლებდა.

ჯეკ უორნერი ერთ-ერთია იმ 14 ადამიანიდან, რომლებიც აშშ-ის მთავრობამ 27 მაისს კორუფციაში დაადანაშაულა.

როგორც BBC-იმ გაარკვია, ფედერაციის ანგარიშზე გადარიცხული თანხა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფეხბურთის განვითარებას უნდა მოხმარებოდა, თუმცა უორნერმა თანხა სხვა მიზნით გამოიყენა.

აღნიშნული თანხიდან 4,86 მლნ დოლარი ექსჩინოვნიკის სამშობლოში, ტრინიდადი და ტობაგოში, ერთ-ერთ მსხვილი სავაჭრო ცენტრის ანგარიშზე გადაირიცხა. ამერიკელი პროკურორები ამბობენ, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი უორნერს დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად თანხა ეროვნულ ვალუტაში დაბრუნდა.

დამატებით 1,6 მლნ დოლარი გადახდილია ექსჩინოვნიკის საკრედიტო ბარათებით, 300 000 დოლარი კი მოხნილია უორნერთან დაკავშირებული პირების მიერ.

მანამდე ჯეკ უორნერი პირობას დებდა, რომ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში არსებულ კორუფციაზე ყველაფერს იტყოდა. ამავდროულად იგი ირწმუნებოდა, რომ თავად საქმეში დამნაშავე არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად