„რასენბალშპორტმა” საკუთარ მინდორზე „ბორუსიასთან” წააგო და პირველ ადგილზე „ბაიერნი” დარჩა

ბუნდესლიგაში მე-15 ტურის 9 შეხვედრიდან 7 დასრულდა

ტურის ცენტრალური შეხვედრა ლაიფციგში გაიმართა, სადაც მე-2 ადგილზე მყოფი „რასენბალშპორტი” ლიდერთა კვარტეტში მყოფ დორტმუნდის „ბორუსიას” მასპინძლობდა.

გუშინ, მენხენგლადბახში „ბორუსიასთან” „ბაიერნის” წაგების შემდეგ, ლაიფციგელებს პირველ ადგილზე გადასვლის შანსი გაუჩნდათ და პირველი ტაიმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდელთა კარი არ აუღიათ, ეს შანსი სავსებით რეალური ჩანდა, რადგან მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, სტუმრებს კი კარში დარტყმა არ განუხორციელებიათ.

მეორე ტაიმში სურათი კარდინალურად შეიცვალა და პირველივე წუთებიდან დორტმუნდელებმა იგდეს ხელთ უპირატესობა. სულ მალე, შეხვედრის 55-ე წუთზე კი ერლინ ჰოლანის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთი მარკო როისთან, მისგან კი ჯეიდონ სანჩოსთან მოხვდა და ამ უკანასკნელმა ანგარიში გახსნა.

მასპინძელები შეეცადნენ კვლავ აეღოთ ხელში ინიციატივა, მაგრამ სტუმრებს უკან არ დაუხევიათ, კვლავ განაგრძობდნენ აქტიურ თამაშს და სახიფათო მომენტებს ჰქმნიდნენ.

71-ე წუთზე ჯეიდომ სანჩოს მიერ მეკარის მოედნის შორეულლი კუთხისკენ ჩაწოდებული ბურთი ერლინ ჰოლანმა თავით გადაგზავნა მასპინძელთა კარში და სტუმრები ორი გოლით დააწინაურა.

სტუმრები მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და 81-ე წუთზე ერლინ ჰოლანმა, მას შემდეგ რავ იგი მარკო როისმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მესამედ აიღო მასპინძელთა კარი.

90-ე წუთზე ალექსანდერ სორლოთმა მასპინძლებს სახე შეუნარჩუნა და პრესტიჟის გოლი გაიტანა – 1:3.

დღევანდელი შეხვედრების შედეგებიდან საყურადღებოა „შალკეს” გამარჯვება „ჰოფენჰაიმთან” – 4:0. „შალკეს” დღეს შეეძლო 1965-66 წლების სეზონში ბერლინის „ტასმანიის” მიერ დამყარებული ანტირეკორდის – 31 თამაში ბუნდესლიგის ჩემპიონატში მოგების გარეშე – გამეორება, მაგრამ ამერიკელი მეტიუ ჰოპეს ჰეთ-თრიკმა და მაროკოელი ამინ არიტის გოლებით მათ დიდი ანგარიშით მოიგეს შეხვედრა და რეკორდის გამეორების შანსი “ხელიდან გაუშვეს”.



მე-15 ტურის დასრულებული შეხვედრების შედეგები:

„ბორუსია” მენხენგლადბახი” – „ბაიერნი” 3:2(2:2)

„რასენბალშპორტი” – „ბორუსია” დორტმუნდი 1:3(0:0)
„შალკე” – „ჰოფენჰაიმი” 4:0(1:0)
„მაინცი” – „აინტრახტი” 0:2(0:1)
„უნიონ ბერლინი” – „ვოლფსბურგი” 2:2(1:1)
„ფრაიბურგი” – „კიოლნი” 5:0(2:0)

„ბაიერი” – „ვერდერი 1:1(0:0)

სატურნირო მდგომარეობა:

„ბაიერნი” – 33

„რასენბალშპორტი” – 31
„ბაიერი” – 29
„ბორუსია” დორტმუნდი – 28
„უნიონ ბერლინი” – 25
„ვოფლფსბურგი” – 25
„ბორუსია” მენხენგლადბახი – 24
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...