რასელ ქროუს მაიკლ ჯექსონი დასცინოდა

მსახიობმა და რეჟისორმა რასელ ქროუმ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რთული პერიოდი კარიერაში, ოსკარის აღების შემდეგ დადგა, როდესაც მას ალ-ქაიდა ემუქრებოდა და მაიკლ ჯექსონი დასცინოდა.

„2 თუ 3 წელი მაიკლ ჯექსონი თავს მაბეზრებდა. მე მას არ ვიცნობდი, მას არცერთხელაც არ შევხვედრივარ. როგორღაც მან გაიგო რა სახელით ვჩერდებოდი ამა თუ იმ სასტუმროში და ყოველთვის მირეკავდა. სადაც კი არ უნდა წავსულიყავი ის სულ მირეკავდა და დამცინოდა“ – განაცხადა ქროუმ.

მსახიობის განცხადებით 2001 წელს მას ტერორისტული დაჯგუფება ალ-ქაიდა გატაცებით ემუქრებოდა. რის გამოც 2 წელი მას FBI-ის რამდენიმე აგენტი დაჰყვებოდა თან.

კომენტარები
იტვირთება...