რას წერს ნორვეგიული პრესა ვაქცინაციის შემდეგ 23 პირის გარდაცვალების შესახებ

მსოფლიო საინფორმაციო საგენტოებით ელვის უსწრაფესად გავრცელდა ინფორმაცია ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი 23 პირის შესახებ

რიგი სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ფაქტის კონსტატანციაა და გარდაცვლილ ვაქცინირებულთა ანამნეზის შესახებ ნორვეგიულ პრესით გავრცელებულ მწირ ცნობებსაც კი არ აწვდის მკითხველს.

ნორვეგიული პრესის თანახმად, ნორვეგიელი სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის თანმდევი გვერდითი მოვლენები, რომლებიც უმეტესობა ადამიანებისთვის უვნებელია, შესაძლოა, გამხდარიყვნენ ყველაზე დასუსტებული პაციენტების სიკვდილის მიზეზი.

ცნობილია, რომ ვაქცინაციის შემდეგ უმეტესობა ადამიანებისას საკმაოდ მსუბუქი გვერდით მოვლენები უვითარდებათ, მაგრამ ზოგი შეიძლება შეუძლოდ გახდეს, გულისრევის შეგრძნება გაუჩნდეს ან მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდეს. ეს ყველაფერი გულდასმით იქნა განხილული ნორვეგიის სამკურნალო საშუალებების სააგენტოს და ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალურ ინსტიტუტს შორის და ჩვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა შეცვალა თავისი რეკომენდაციები, – ამბობს ნორვეგიის სამკურნალო საშუალებების სააგენტოს დოქტორი შტაინერ მედსენი.

ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაფერ საგანგაშოს, ვაქცინირების შემდეგ გარდაცვალების ყველა შემთხვევა დაკავშირებულია ხანდაზმულ და დასუსტებულ, თანმდევი დაავადებების მქონე პირებთან, – აღნიშნავს მედსენი.

ნორვეგიის სამკურნალო საშუალებების სააგენტო ვაქცინაციის დაწყებამდე აცხადებდა, რომ ვაქცინირებულთა შორის იქნებოდნენ გარდაცვლილები, მაგრამ არა აუცილებლად ვაქცინირების შედეგად გარდაცვლილები და შეახსენებდა ყველას, რომ ხანდაზმულთა სახლებში, სადაც ბევრი სერიოზულად დაავადებულია, კვირის განმავლობაში საშუალოდ 350-400 კაცის სხვადასხვა მიზეზით გარდაცვალების შემთხვევა იყო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემების შედეგად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზოგად და ჩვეულებრივ მსუბუქ გვერდით მსუბუქ მოვლენებს შეიძლებოდა სერიოზული ზემოქმედება მოეხდინა ყველაზე მძიმე ავადმყოფებზე და დაემძიმებინა მისი ძირითადი დაავადების მიმდინარეობის პროცესი.

ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტის მიერ გაცემულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ ხანდაზმულთა სახლების ბინადარი დასუსტებული და ძალიან მძიმე ავადმყოფების ვაქცინაციამდე საჭიროა მოხდეს ვაქცინაციის პროცესის თანმდევი მოვლენების მათ ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკების შეფასება.

რისკების შეფასებისათვის ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური ინსტიტუტი ურჩევს იხელმძღვანელონ კლინიკური სისუსტის ნორვეგიული სკალით და გაითვალისწინონ, რომ სკალის მე-8 და უფრო ზემო საფეხურზე მყოფთა იმუნური სისტემა, ჩვეულებრივ, ძალიან სუსტია, ნაკლებად სერიოზულ ინციდენტების დროსაც კი მისი აღდგენა აღარ ხდება და მაშასადამე, ასეთ პაციენტთა სიცოცხლე ახლოსაა დასასრულთან.

ვაქცინაციამდე სასიცოცხლო პერსპექტივები და ვაქცინაციის რისკები უნდა იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ კონკრეტული რჩევის მიცემა ძნელია. ექიმმა, რომელმაც იცის ავადმყოფის ისტორია, კოლეგებთან და ავადმყოფის ნათესავებთან კონსულტაციის შედეგად უნდა გადაწყვიტოს, რაა უმჯობესი პაციენტისთვის, ვაქცინაცია თუ მისგან თავის შეკავება, – ამბობს მედსენი.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ვაქცინა საშიშია 85 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის, – აცხადებს მედსენი.

ცნობისათვის: ნორვეგია დაბადებისას მოსალოდნელი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის მხრივ (82.5 წელი) მე-10 ადგილზეა. მაშასადამე, სხვა თანაბარ პირობების შემთხვევაში, კორონავირუსით გარდაცვლების საშიშროება ნორვეგიაში ბევრად მეტია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის საშუალო ასაკი ნაკლებია. ასეთი მოლოდინისთვის გარკვეული საფუძვლის არსებობის მიუხედავად, ნორვეგიაში სულ 511 გარდაცვლილა, რაც ყოველ მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით 94 გარდაცვლილს შეესაბამება. ამ მაჩვენებლით ნორვეგია მსოფლიოში 106 ადგილზეა.

მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების უფრო დაბალი მაჩვენებელი მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობით გამორჩეული ქევეყნებით მხოლოდ ავსტრალიაშია – კუნძულოვან ქვეყანაში, სადაც უკანასკნელ პერიოდამდე სხვა ქვეყნებთან მიმოსვლა მკვეთრად შეზღუდული იყო, ნორვეგიაში კი, პანდემიის საწყის პერიოდშივე ავსტრიულ კურორტ იშგლიდან კორონავირუსის ინფექციის გავრცელების მიუხედავად

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ ძირითად კერად ავსტრიული კურორტი იშგლი მიიჩნევა

2500 ინფიცირებული ტურისტის კოლექტიური სარჩელი ავსტრიის ტიროლის ხელისუფლების წინააღმდეგ

დღემდე შედარებით ნაკლები შეზღუდვებია დაწესებული და მხოლოდ 2021 წლის პირველ ათ დღეში ქვეყნის აეროპორტებში 120 თვითმფრინავი დაეშვა 21000 მგზავრით ლიტვიდან და პოლონეთიდან (ნორვეგიაში სხვა ქვეყნის უამრავი მოქალაქეა დასაქმებული – “აიპრესი”).

ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობაა, ვიდრე ნორვეგიაში, არის ისლანდიია – კუნძულოვანი სახელმწიფო 342 357 მოსახლით ანუ იმდენად მცირე რაოდენობა მოსახლით, რომ სერიოზული კვლევის დროს მის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შედარების გაკეთება და დასკვნების გამოტანა მეტად საფრთხილო საქმეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად