რას გულისხმობს ე. წ. გერმანული მოდელი?! – ვახუშტი მენაბდის განმარტება

მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, ქვეყანა აქციებისა და პიკეტირების რეჟიმში გადავიდა. პროტესტის ამ რადიკალურ ფორმას ფაქტობრივად სრული ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოების ერთი ნაწილი მიმართავს.

ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ე. წ. გერმანულ მოდელს სთავაზობს, რასაც უმრავლესობა არ იღებს, თუმცა საზოგადოების ნაწილმა არ იცის რას ნიშნავს ეს მოდელი და რა განსხვავებაა დღევანდელ სისტემასთან. ამ კითხვით „აიპრესმა“ კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს მიმართა, რომელიც განმარტავს:

„ახლანდელი სისტემით პროპორციულით და მაჟორიტარულით არჩეული მანდატები ერთმანეთს მექანიკურად ემატება. გერმანული მოდელის შემთხვევაში კი ეს ყველაფერი ერთმანეთზეა მიბმული, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ ჩემს პარტიას არჩევნებში თუ მოპოვებული აქვს პროპორციული სისტემით ხმების 50%  და გავიყვანე მაჟორიტარების ის რაოდენობა, რომელიც პარლამენტის წევრთა 50%-ს ავსებს, მე პროპორციული სიიდან ვერავის ვეღარ შევიყვან, თუ ვთქვათ დამაკლდა 10 კაცი, დავამატებ 10 კაცს“, – ამბობს საიას იურისტი.

კითხვაზე, ჯერ მაჟორიტარები შედის თუ დარჩება ადგილები მერე ამატებ პროპორციული სიით, ხოლო თუ არა არავინ შეგყავს? – პასუხობს: „კი ბატონო, სწორედ ასეა“, – განმარტავს ვახუშტი მენაბდე „აიპრესთან“.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად