“რას აკეთებ, შენ, ნორმალური ხარ?!”-გრიგოლ ვაშაძე სპეცრაზმელს თავში ურტყამს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე სპეცრაზმელს თავში ურტყამს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე სპეცრაზმელს თავში ურტყამს და შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

“რას აკეთებ, შენ, ნორმალური ხარ?!”

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაათავისუფლა.

სპეციალური დანიშნულების რაზმი რუსთაველის გამზირის გასაწმენდად სპეციალურ ტექნიკას, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანასაც იყენებს.

სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

17 ნოემბერს ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად