“რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“-Washington Examiner-ი თამარ ჩუგოშვილის სტატიას აქვეყნებს

გამოცემა Washington Examiner-ი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით “რას აღმოაჩენს ტრამპი საქართველოში“.

სტატიით თამარ ჩუგოშვილი გამოცემის ერთ-ერთ ავტორს, ტომ როგანს პასუხობს, რომელმაც 31 ოქტომბერს დონალდ ტრამპის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

როგორც თამარ ჩუგოშვილი წერს, ტომ როგანი მართალია, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოს უნდა ეწვიოს, რასაც ის გულწრფელად მიესალმება.

“ტომ როგანი მართალია, რომ პრეზიდენტი ტრამპი აუცილებლად უნდა ეწვიოს საქართველოს და ის მართალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოში თბილად მიიღებენ. თუმცა, ამავე დროს, ტრამპი ვერ აღმოაჩენს იმას, რასაც როგანი ამტკიცებს, რომ საქართველოში რუსეთს „აქვს ახალი შესაძლებლობის შეგრძნება“, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ თვალსაჩინო პროგრესს. მისი ეს შეფასება მცდარია. ის ეფუძნება როგანის დისკუსიას ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან, რომლის პარტიაც 2012 წლის არჩევნების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოაშორეს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და თავისუფლებისა და დემოკრატიის დამახინჯების გამო“, –წერს გამოცემა.

სტატიაში თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ტურისტულ-ეკონომიკურ პოტენციალზე, ასევე სტუმართმოყვარეობასა და მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ამახვილებს ყურადღებას.

“რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას, რომლის უმრავლესობაც 2008 წელს დაიკავა, როდესაც დღევანდელი ოპოზიცია იყო მთავრობაში. ეს თემა უმთავრესია ამერიკელ პარტნიორებთან ჩვენი დისკუსიის დროს.

საქართველოს მთავრობა დაუღალავად მიისწრაფოდა, რომ წარმომადგენლთა პალატას მიეღო საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც კონგრესში გასულ კვირაში დაამტკიცეს. ამ აქტით პრიორიტეტი ენიჭება აშშ-ის ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროში. ამ დოკუმენტში არის მოწოდება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ და შეფასებულია საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები და დასახელებულია კერძოდ რუსეთი.

ვაფასებთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ორპარტიულ მხარდაჭერას და ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ ველოდებით, რომ ამ აქტს სენატიც დაამტკიცებს. ქართველები აცნობიერებენ, რომ ერთადერთი წარმატებული პოლიტიკა არის პრაგმატული პოლიტიკა, რაც დასავლეთთან დაახლოებასთან ერთად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებას მოიცავს. აშშ ამ სტრატეგიის მტკიცე მხარდამჭერი იყო, რისთვისაც მადლიერები ვართ“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად