A1 ბანერი

რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასის პარიზის ეტაპზე ქართველი სპოტრსმენები ბრძოლას გამოეთიშნენ

პარიზში პიერ დე კუბერტენის (ოლიმპიური თამაშების აღორძინების ინიციატორი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველი გენერალური მდივანი – “აიპრესი”) სტადიონზე რაპირით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ყველაზე პრესტიჟული ეტაპი – Challenge International de Paris (CIP) მიმდინარეობს.

ასპარეზობაში 258 სპორტსმენი ჩაება. მათგან 16 პირდაპირ, შესარჩევი ეტაპის გარეშე, ოცდამეთორმეტედფინალში დაუშვეს, დანარჩენი 238 კი 34 შვიდ-შვიდ კაციან ჯგუფში გადაანაწილეს.

ლუკა გაგნიძემ ავსტრიელი კილიან ლეჰნერი 5:1 დაამარცხა, უნგრელ ტამას მეჟაროსს, ფრანგ ლუკას დეკ და დიდ ბრიტანელ მარკუს მეპშტედს ერთნაირი ანგარიშით – 5:2 სძლია, ისრეალელ მარკ პერელმანს 5:3 მოუგო, 2:5 დამარცხდა რუს დმიტრი დიგინთან და ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოგებით (ჩხვლეტები 27:12) ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

ლაშა გალუაშვილმა კენტა სუზუმურა 5:0 დაამარცხა, ირლანდიელი ჯეიმს ბროსნანი – 5:1, პოლონელ მიხალ სისს 5:3 მოუგო, ჩინელ ჯიანფეი მას კი 5:4. ლაშა ერთნაირი ანგარიშით, 1:5 დამარცხდა რუს დმიტრი ტროფიმოვთან და ფრანგ უელერან როჯერთან და 4 მოგებით (ჩხვლეტები 22:18) ჯგუფში მესამე იყო.

34 ჯგუფიდან 16 საუკეთესო პირდაპირ ოცდამეთორმეტედფინალში გავიდა, 63 სპორტსმენი ასპარეზობას გამოეთიშა, დანარჩენმა 159-მა, მათ შორის, ლუკა გაგნიძემ და ლაშა გულიაშვილმა, 1/128-დან განაგრძეს ბრძოლა.

ასოდამერვედფინალში ლუკამ ჰონკონგელ ჩი კა იუნგს 15:7, ხოლო ლაშამ თურქ ტევფიკ ბურაკ ბაბაოღლუს – 15:14. სამოცდამეოთხედფინალური ზრუდე ორივე ქართველი სპორტსმენისთვის დაუზლეველი აღმოჩნდა. ლუკა იაპონელ კიოსუკე მაცუიამასთან დამარცხდა 5:15, ხოლო ლაშა იტალიელ ფრანჩესკო ინგარგიოლასთან – 10:15

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...