რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობაზე მეოთხედ გაიმარჯვა (ვიდეო)

დასრულდა ამერიკია ღია პირველობა ჩოგბურთში.ფინალური შეხვედრაში ესპანელ რაფაელ ნადალს და რუს დმიტრი მედვედევს შორის მოვლენები საკმაოდ მოულოდნელად განვითარდა. ნადალმა პირველ სეტში მეტოქის დაბრეიკების შემდეგ იქვე თავად დათმო საკუთარი მოწოდება და მხოლოდ 6:5-ზე მედვედევის კვლავ დაბრეიკებით მოიგო სეტი – 7:5

მეორე სეტში მან 3:2-ზე დააბრეიკა მეტოქე და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:3.

მესამე სეტში ნადალმა 2:2-ზე დააბრეიკა მედვედევი და თითქოს აღარაფერი ედგა წინ გამარჯვებას, ტოტალიზატორებმა მედვედევის მოგების კოეფიციენტი 67-მდე ასწიეს და სწორედ ამ დროს მედვედევმა მოულოდნელად უმატა თამაშს, უკუბრეიკით ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ 6:5-ზე კიდევ ერთხელ დააბრეიკა ნადალი.

ქულა ქულაში მიდიოდა თამაში მეოთხე სეტში და კვლავ ბოლო მომენტში, 5:4-ზე მედვედევის სასარგებლოდ, დათმო საკუთარი მოწოდება ნადალმა.

მეხუთე სეტში მედვედვმა 2:5 შემდეგ არ შეწყვიტა წინააღმდეგობა, იბრძოლა ბოლომდე, ჯერ დააბრეიკა ნადალი, შემდეგ მას ორი გეიმ-პოინტი გაუცუდა და მინმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო ანგარიშზე 5:4 ნადალის სასარგებლოდ, გეიმ-პოინტი ჰქონდა, თუმცა აქ უკვე ნადალმა გამოიჩინა სიმტკიცე და მოიგო სეტის და მასთან ერთად მატჩიც.

რაფაელ ნადალმა აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედ მოიგო. მასზე მეტჯერ, ხუთჯერ, 1968 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ სამმა ჩოგბურთელმა შეძლო გამარჯვების მოპოვება – ჯიმი კონორსმა, პიტ სამპრასმა და როჯერ ფედერერმა.

ამ გამარჯვების შემდეგ რაფაელ ნადალმა ჯოკოვიჩთან ჩამორჩენა 440 ქულამდე დაიყვანა, მედვედევმა კი, რომელის შარშან ამ დროს რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილზე 4 ადგილით უკან, 31 ადგილზე იყო, ამერიკის ღია პირველობაზე წარმატებით ასპარეზობის შემდეგ მყარად დაიკავა მე-4 ადგილი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის დასრულების შემდეგ მე-17 ადგილზე აღმოჩნდა. იგი 16 სექტემბერს, მე-2 ნომრად განთესილი ჩაებმება 250-იანი სერიის ტურნირში საფრანგეთში, მეცში.

მოამზადა: რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...