რამზან კადიროვს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა.

კადიროვს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.

„სახელმწიფო დეპარტამენტი სანდო ინფორმაციას ფლობს, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების არაერთ უხეშ დარღვევაზე, რომელიც მოიცავს წამებას და მკვლელობებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვდნენ რამზან კადიროვის მეუღლე მედნი კადიროვა და ქალიშველებიც, აიშათ კადიროვა და კარინა კადიროვა.

სახელმწიფო დეპარტამენტი იმ ქვეყნებს, რომლებსაც ანალოგიური პოზიცია აქვთ, მიმართავს, შესაბამისად იმოქმედონ.

ჩეჩნეთის ლიდერის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

სახელმწფიო დეპარტამენტი საჯაროდ უწესებს სანქციებს რუსეთის მოქალაქეს, რამზან კადიროვს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო, რაც მოიცავს წამებას, მკვლელობებსა და იძულებით გაუჩინარებას. უყოყმანოდ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ამ დანაშაულებზე პასუხიმგებლობა დადგეს“, – წერს მაიკ პომპეო მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად