რამზან კადიროვმა თავისი 21 წლის ქალიშვილი კულტურის მინისტრის მოადგილედ დანიშნა

ინფორმაცია ამის შესახებ რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა.

“აიშატის დანიშვნა ახალ თანამდებობაზე – ეს მყარად აწონილი გადაწყვეტილებაა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მას მდიდარი გამოცდილება აქვს ყველაზე რთული და მასშტაბური პროქტების ხელმძღვანელობის, მათ შორის კულტურის დარგშიც. უკანასკნელი წლების განმავლობაში ის წარმატებით ხელმძღვანელობდა მოდის სახლ ფირდაუსს. აიშატმა უზარმაზარი სამუშაო შეასრულა და ხელოვნების საშუალებით მთელი მსოფლიოს აჩვენა ჩვენი შესანიშნავი ადათ-წესები, ტრადიციები, გახსნა ჩეჩენი ქალის განუმეორებელი სახე.
 
აიშატმა დიდი წვლილი შეიტანა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ფილარმონიის განვითარების საქმეში. ის ყოველთვის ეხმარება დამწყებ და მოქმედ არტისტებს, საესტრადო ანსამბლებს.
 
მიმდინარე წლის მარტში ის დამსახურებულად დაჯილდოვდა მედლით “ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის. ეს აგრეთვე არის აიშატ კადიროვას წვლილის შეფასება ნაციონალური კულტურის და ხელოვნების განვითარებაში.
 
განსაკუთრებით ბოლო დრო აიშატმა კულტურის სფეროს გაღრმავებულ შესწავლას მიუძღვნა, აქტიურად ურთიერთქმედებდა და კონტაქტირებდა ამ მიმართულების ცნობილ და წამყვან სპეციალისტებთან.
 
გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ მიღებული იქნა ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით და აგრეთვე ჩემი ძვირფასი ძ მ ი ს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ხოჟ-ბაუდი დაადევის შესაბამისი ინიციატივიდან გამომდინარე. მოვისმინე რა მის აზრი ახალ კანდიდატზე, მე მივაწერე ხელი ბრძანებულებას.
 

დარწმუნებული ვარ, რომ აიშატ რამზანის ასულმა, ჩვენი პირველი პრეზიდენტის, რუსეთის გმირ ახმატ-ხაჯი კადიროვის შვილიშვილმა, ჩინებულად იცის მნიშვნელობა და ფასი თავისი საყვარელი ბ ა ბ უ ი ს სიტყვების: “კულტურის გარეშე არ არსებობს ერი”. მე ვიცი, რომ ის ჭეშმარიტი ჩეჩნური ფასეულობების აღორძინების გზების გამოკვეთილი მხარდამჭერია და სრული სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მიუდგება ახალი ვალდებულებების შესრულებას. იღბალს და დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას ამ გზაზე!”

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 20 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ  ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. პომპეომ  აღნიშნა, რომ დაწესებული სანქციები აგრეთვე ვრცელდება კადიროვის მეუღლე მედნი კადიროვაზე და ქალიშვილებზე – აიშატ და კარინა (ხადიჟატ) კადიროვებზე.

სანქციების დაწესების შესეხებ ცნობას მამასთან ერთად აიშატიც გამოეხმაურა.

“ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მამისადმი ჩემი მოკრძალებული მორალური მხარდაჭერა შეუმჩნეველი დარჩებოდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, იმდენად ცნობილი თუ გავხდებოდი შორეულ ქვეყანაში ოკეანის იქეთ, რომ ჩემი სახელი მათ რაღაც სიებში ჩაიწერებოდა”, – დაწერა  მან ინსტაგრამზე.

რამდენიმე საათის შემდეგ,  პოსტზე კომენტარებში მისი გამომწერების მხრიდან რიგი კრიტიკული გამოხმაურებების საპასუხოდ, აიშატმა აკაუნტი დახურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად