რამზან კადიროვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია ჰოსპიტალიზირებული

ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” სამედიცინო წრეებში არებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

კიდევ ერთი სააგენტო “ტასს.რუ” აგრეთვე სამედიცინო წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვის გამო რამზან კადიროვი მოსკოვში ხუთშაბათს გადააფრინეს, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და მისი მდგომარეობა “სტაბილურია”.

“readovka.ru” ინფორმაციის წყაროს მითითების გარეშე წერს, რომ კომპიტერულმა ტომოგრაფიამ კადიროვის ფილტვების 50%-ზე მეტია დაზიანებული.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის გარემოცვა აცხადებს, რომ კადიროვი პირადად აკონტროლებს კორონავირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი ოპერატიული შტაბის მუშაობას, მაგრამ თავი აარიდეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კითხვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად